Wednesday, December 16, 2009

ოპტიკის კანონები

ყველანი დავფიქრებულვართ, რატომ არის მოწმენდილი ცა დღისით ლურჯი? რატომ არის ცისარტყელა მრავალფერი? ამ კითხვებზე პასუხს გვაძლევს სინათლის კანონების შესწავლა ფიზიკაში.
ერთგვაროვან გარემოში სინათლე წრფივად ვრცელდება და როდესაც მეორე გარემოს საზღვარს მიაღწევს, მისი ნაწილი ბრუნდება პირველ გარემოში. ამ მოვლენას სინათლის არეკვლა ეწოდება.
დაცემულ სხივსა და დაცემის წერტილში ზედაპირის მართობს შორის კუთხეს დაცემის კუთხე ეწოდება.
არეკლილ სხივსა და დაცემის წერტილში ზედაპირის მართობს შორის კუთხეს არეკვლის კუთხე ეწოდება.
მზის ხილულ სინათლეს თეთრ სინათლეს ვუწოდებთ. იგი რთული სტრუქტურისაა. სწორედ ამით აიხსნება ბუნებაში არსებული ფერების სიმრავლე. საგანი გვეჩვენება თეთრად, თუ იგი აირეკლავს მასზე დაცემულ სხვადასხვა ფერის ყველა სხივს. წითელია საგანი, თუ იგი აირეკლავს მხოლოდ წითელ ფერს და შთანთქავს ყველა დანარჩენს. ბალახი და ხეების ფოთლები მწვანეა იმიტომ, რომ მათზე დაცემული მზის სხივთაგან ისინი ირეკლავენ მწვანე სხივებს, დანარჩენს კი შთანთქავენ.
მაშასადამე , გაუმჭვირვალე საგანი გვეჩვენება იმ ფერის, რა ფერსაც ის აირეკლავს. გამჭვირვალე კი იმ ფერის, რა ფერსაც ატარებს. მაგალითად წითელი მინა ატარებს მხოლოდ წითელ ფერს, მწვანე კი-მწვანეს.
აღვნიშნოთ, რომ ფერადი საგნის მიერ ნაწილობრივ მეზობელი ფერების არეკვლა და გარდატეხა ხდება.
მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:
1. დავინახავთ თუ არა თეთრ ფურცელზე წითლად დაწერილს,თუ მას წითელი მინით
დავაკვირდებით. თუ მწვანე მინით დავხედავთ ?
2. რომელ ფერს გაატარებს ერთმანეთზე დადებული წითელი და იისფერი მინები ? რატომ?

თამუნა მუზაშვილი.

No comments:

Post a Comment