ლურჯი თავისი ზემოქმედებით ოდნავ ჩამოუვარდება წითელს, მაგრამ ისეთი აგრესიული არ არის. მისი დადებითი მახასიათებელია – მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობა, კოლექტივიზმი. უარყოფითი – კონსერვატიზმი, ფლეგმატიზმი, ემოციური სიცივე. ლურჯი ტრადიციულად ითვლება მამაკაცურ ფერად, მაგრამ აქაც საჭიროა ზომიერება. ემოციურ, ნერიულ ბავშვებს ეს ფერი ეხმარებათ საკუთარი თავის ხელში აყვანაში, განასხვავებენ რა მნიშვნელოვანს მეორეხარისხოვანისაგან. ლურჯი ფერი გააძლიერებს მათ სიმამაცეს, მოუხსნის დაძაბულობას. მაგრამ მისი გამოყენება არ ღირს თავის თავში ჩაკეტილ ბავშვებთან. რაც შეეხება გოგონებს... ლურჯი ფერი უყვარდა მერი პოპინსს – ცივსისხლიან და ჭკვიან არსებას.
ცისფერი ლურჯისა და თეთრის შერწყმა. იგი ინახავს ლურჯის ყველა დადებით მახასიათებელს, მაგრამ თავისიც შემოაქვს: გამძლეობა, ერთგულება, გულმოდგინება, სიმშვიდე.ცისფერ ფერებში მოსავენ პატარა ბიჭებს, და არც თუ შემთხვევით – ბიჭები უფრო სუსტები იბადებიან. ცისფერი კი არა მხოლოდ ამშვიდებს ბავშვს, არამედ ამაღლებს იმუნიტეტს, ხსნის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, ქმნის კომფორტის შეგრძნებას. ეს ფერი გოგონას გარდერობში უკეთესია მეორეხარისხოვანი იყოს.
ყვითელი მზის ფერი. მისი დადებითი მახასიათებლები: ცხოვრების ხალისი, გრძნობებისა და ემოციების უშუალობა, ოპტიმიზმი, ორიგინალობა. უარყოფითი: მერყეობა, ემოციებისა და ხასიათის ცვალებადობა. ყვითელი – ერთ-ერთი ძირითადი ფერია ბავშვის გარდეობში. მისი მთლიანად გამორიცხვით, თქვენ მოაკლებთ ბავშვს საზეიმო განწყობას, ცხოვრების სიხარულს(ასეც ხდება, როცა მშობლები უარყოფენ ამ ფერს, საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო). არსებობს მეორე უკიდურესობაც – ბავშვის ყველა სამოსი ყვითელია. ამ შემთხვევაში ბავშვი ერთი ემოციის მონა ხდება: მუდმივად ამაღლებული განწყობისა და მხიარულებისა. ასეთი ბავშვი აღმოჩნდება ხოლმე საერთოდ მოუმზადებელი ცხოვრების სიძნელეების პირისპირ.
თამუნა ზაუტაშვილი