Sunday, July 18, 2010

ფერები და ადამიანის ხასიათი

წითელი ყველაზე ძლიერი ფერია. მისი დადებითი მახასიათებლებია: ენერგიულობა, გაბედულობა, ლიდერობა. წითელმა არ იცის ნახევარტონები, ამიტომაა იგი უკომპრომისო, ხანდახან უადგილოდაც. თანმდევი თვისებები – გადამეტებული თავდაჯერებულობა და აგრესიულობა. ამიტომ წითელი ფერი არ არის რეკომენდებული წლამდე ბავშვებისათვის. ფერების თერაპიაში წითელი აქტიურად გამოიყენება იმ ბავშვებთან მუშაობისას, ვისაც თავდაჯერება აკლია და აქვს დაქვეითებული თვითშეფასება. მფრთხალ ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გარდერობში რამდენიმე წითელი ნივთი. შესაძლოა, თავიდან ბავშვმა უარყოს ეს ფერი, ამიტომ დაიწყეთ პატარ-პატარა დეტალებიდან: მედალიონით, შარფით და ა.შ. დროთა განმავლობაში პატარა მიეჩვევა ამ ფერს, უფრო მეტიც წითელი დაეხმარება მას გაუკეთოს მობილიზება საკუთარ ძალებს რთულ სიტუაციაში. წითელი – გამარჯვებულთა ფერია, მამაკაცური, თავისი ფსიქოლოგიური ხასიათით. ამიტომ ბიჭის გარდერობში იგი აუცილებლად უნდა იყოს. გოგონას გარდერობშიც, ოღონდ გონივრული რაოდენობით. წითელი ფერის მეტისმეტმა სიჭარბემ გოგონას გარდერობში, შეიძლება გამოიწვიოს მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში განსაზღვრული წყობა - «რკინის ლედი», რომელიც ყველგან და ყოველთვის თავად გადაწყვეტს, თუ როგორ მოიქცეს.

ლურჯი თავისი ზემოქმედებით ოდნავ ჩამოუვარდება წითელს, მაგრამ ისეთი აგრესიული არ არის. მისი დადებითი მახასიათებელია – მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობა, კოლექტივიზმი. უარყოფითი – კონსერვატიზმი, ფლეგმატიზმი, ემოციური სიცივე. ლურჯი ტრადიციულად ითვლება მამაკაცურ ფერად, მაგრამ აქაც საჭიროა ზომიერება. ემოციურ, ნერიულ ბავშვებს ეს ფერი ეხმარებათ საკუთარი თავის ხელში აყვანაში, განასხვავებენ რა მნიშვნელოვანს მეორეხარისხოვანისაგან. ლურჯი ფერი გააძლიერებს მათ სიმამაცეს, მოუხსნის დაძაბულობას. მაგრამ მისი გამოყენება არ ღირს თავის თავში ჩაკეტილ ბავშვებთან. რაც შეეხება გოგონებს... ლურჯი ფერი უყვარდა მერი პოპინსს – ცივსისხლიან და ჭკვიან არსებას.

ცისფერი ლურჯისა და თეთრის შერწყმა. იგი ინახავს ლურჯის ყველა დადებით მახასიათებელს, მაგრამ თავისიც შემოაქვს: გამძლეობა, ერთგულება, გულმოდგინება, სიმშვიდე.ცისფერ ფერებში მოსავენ პატარა ბიჭებს, და არც თუ შემთხვევით – ბიჭები უფრო სუსტები იბადებიან. ცისფერი კი არა მხოლოდ ამშვიდებს ბავშვს, არამედ ამაღლებს იმუნიტეტს, ხსნის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, ქმნის კომფორტის შეგრძნებას. ეს ფერი გოგონას გარდერობში უკეთესია მეორეხარისხოვანი იყოს.

ყვითელი მზის ფერი. მისი დადებითი მახასიათებლები: ცხოვრების ხალისი, გრძნობებისა და ემოციების უშუალობა, ოპტიმიზმი, ორიგინალობა. უარყოფითი: მერყეობა, ემოციებისა და ხასიათის ცვალებადობა. ყვითელი – ერთ-ერთი ძირითადი ფერია ბავშვის გარდეობში. მისი მთლიანად გამორიცხვით, თქვენ მოაკლებთ ბავშვს საზეიმო განწყობას, ცხოვრების სიხარულს(ასეც ხდება, როცა მშობლები უარყოფენ ამ ფერს, საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო). არსებობს მეორე უკიდურესობაც – ბავშვის ყველა სამოსი ყვითელია. ამ შემთხვევაში ბავშვი ერთი ემოციის მონა ხდება: მუდმივად ამაღლებული განწყობისა და მხიარულებისა. ასეთი ბავშვი აღმოჩნდება ხოლმე საერთოდ მოუმზადებელი ცხოვრების სიძნელეების პირისპირ.


თამუნა ზაუტაშვილი

No comments:

Post a Comment